1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
2.ეტაპი: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება გამოიყენონ კომპიუტერი, ცნობარები, ენციკლოპედიები და მოიძიონ მასალები სიმეტრიის შესახებ შესაბამისი ილუსტრაციებით
3. ეტაპი: ექსკურსია-ბაგრატის ტაძარი, გელათის ტაძარი, თეატრის შენობა.
მოსწავლეები იყოფა ორ ჯგუფად. ერთს ევალება ძეგლებში აღმოაჩინონ სიმეტრიული ფიგურები და ფოტოაპარატით დაფიქსირონ.
მეორე ჯგუფი ამავე დროს გადის ბუნებაში აგროვებს ფოთლებსა და მწერებს რომლებსაც სიმეტრიის ნიშანი გააჩნიათ. შეგროვილ მასალას ამაგრებენ თაბახის ფურცელზე
4 ეტაპი: მოსწავლეები სკოლის ეზოში- ორი ჯგუფად იყოფიან და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ ნახაზებს სიმეტრიაზე, შემდეგ ადგილებს უცვლიან ერთმანეთს და აკეთებენ მეორე ჯგუფის მიერ შესრულებული ნახაზების ამოცნობას
5 ეტაპი: შემდეგ კეთდება პრეზენტაცია, ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს.ხდება პროექტის შეფასება
|
No comments:
Post a Comment